მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

ზუგდიდში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ [Video]

Published on

28 წლის შშმ პირი ქალის გაუპატიურების მცდელობაში 65 წლამდე მის მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს ადანაშაულებენ. შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებში დაზარალებულის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები და შუახნის მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...