მთავარიUncategorizedკახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება: თანაგუნდელებს ვთხოვ, თავი შეიკავონ...

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება: თანაგუნდელებს ვთხოვ, თავი შეიკავონ ენმ-ის პროვოკაციებზე

Published on

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ.

„მე მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს: წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, როდესაც იქნება ასეთი პროვოკაციები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და საზოგადოება მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს“, – ამბობს კახა კალაძე.

ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ , ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

სიახლეები

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...