მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი და ნგრევა

თურქეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი და ნგრევა

Published on

24 იანვარს აღმოსავლეთ თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა 1030 პირი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

116 ადამიანი ელაზიგის პროვინციაში დაიღუპა, ხოლო 4 მეზობელ მალათაიას პროვინციაში. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, 30 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.

მიწისძვრის შედეგად ეპიცენტრში რამდენიმე შენობაც დაინგრა.

საქართველოს პრემიერი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს. პრემიერი ამის შესახებ ტვიტერში წერს. 

“ჩემი თანაგრძნობა და სოლიდარობა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს. საქართველო დგას თურქეთის გვერდით ამ მძიმე წუთებში,” – დაწერა გახარიამ. 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...