მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში,პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში,პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა [Video]

Published on

ზუგდიდში,პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს,51 წლის გელა ქანთარიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.მან სრულად დააკმაყოფილა პროკუპორ ზვიად ფიფიას შუამდგომლობა აღვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს მსჯავრდებულის მიმალვისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის საფრთხე. თავად ბრალდებულმა განაცხადა რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ეკუთვნოდა, არც გასროლა განუხორციელებია და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გელა ქანთარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...