მთავარიUncategorized„ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა ,,მე'' და თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ,...

„ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა ,,მე” და თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია არა პიროვნებები, არამედ პოზიციები და ღირებულებები” – ნინო ლომჯარიას პასუხი თეა წულუკიანს

Published on

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება ნა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ ანგარიშთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია წაუყენა მას.

პასუხად ნინო ლოომჯარიამ მას უთხრა, რომ მისი განწყობა ნამდვილად არ იყო, რაღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შესვლა.

„ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, მე, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას თქვენ იქნებით თუ სხვა იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს. ანგარიშის გამოქვეყნება დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. მეტიც, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რაც თქვენ გააკეთეთ შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ უნდა მიგეღოთ თქვენზე პირადად აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ მნიშვნელოვან ანგარიშზე საუბარი და ყურადღება გადაგეტანათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...