მთავარიUncategorizedნიკა მელია პარლამენტს გარეთ დატოვეს. ,,კონსტიტუციის მსგავსი დარღვევები მთავრობას საბოლოო ჯამში...

ნიკა მელია პარლამენტს გარეთ დატოვეს. ,,კონსტიტუციის მსგავსი დარღვევები მთავრობას საბოლოო ჯამში კრიზისად დაუბრუნდება”- აცხადებს ოპოზიცია

Published on

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ბადრი ბასიშვილმა შეცვალა. გადაწყვეტილებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 2 იყო.

რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის კენჭისყრის პროცესს თავად პარტიის წევრები არ ესწრებოდნენ.

ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად საპარლამენტო ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა რაც ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

ნიკა მელიას ადგილმონაცვლის საკითხის განხილვას გიგი უგულავა გამოეხმაურა. მისი თქმით „მელია აბსოლუტურად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით გააგდეს პარლამენტიდან”.

„ეს არის გაგდება და არავითარი სამართლის აღსრულება არ არის. უმრავლესობის მოვალეობაა მის ადგილმონაცვლეს მისცეს ხმა. ეს თუ არ მოხდება, მანაც უნდა იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არ ბრწყინავს, მაგრამ თეთრი შავზე კონსტიტუციის დარღვევაა, თუ ამასაც არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებს ეს მთავრობა, საბოლოო ჯამში, მას კრიზისად უბრუნდება. ეს არის ის მოდალობა, რაც შექმნა ივანიშვილმა ამ საუკუნის ტყუილის შემდეგ“, – განაცხადა უგულავამ.

სიახლეები

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...