მთავარისიახლეებიეკონომიკა50 მილიონი აორთქლდა: სოფლის დახმარების პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

50 მილიონი აორთქლდა: სოფლის დახმარების პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

Published on

სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება _  2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასეთი პროგრამა აღარ არის.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სოფლები ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ თუკი უშუალოდ მოსახლეობა  ან ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს თანადაფინანსების ხარჯებს: 
"ეს გადაწყვეტილება წარმოაჩენს მთავრობის საგანგაშო დამოკიდებულებას თვითმმართველობებისადმი, მათი დამოუკიდებლობისა და დეცენტრალიზაციისადმი.
ინფორმაციის მიწოდების ღირსადაც კი არ ჩათვალეს მუნიციპალიტეტები, გამგეობები და ხალხი. არადა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატალში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტსა თუ ჩხაკაურაში, თუ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეთრიწყლებში, იმედი აქვთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიიღებენ სახსრებს და ექნებათ ახალი თუ გაუმჯობესებული საბავშვო ბაღი, განათებული გზები, მოწესრიგებული წყალმომარაგება და სხვა," _ აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 50 000.0  ათასი ლარით იყო დაფინანსებული. ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...