მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: გამოკითხულთა 70% პროპორციულის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს

NDI: გამოკითხულთა 70% პროპორციულის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა 70% პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.

კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, იცონენ თუ არა მათ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციული არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა. რაზეც მოსახლეობის 59%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ იცოდა.

კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის კი, ვინც იცოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პროპორციულის ჩაგდებას 70% უარყოფითად აფასებს.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ – და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...