რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ლიუბინსკიმ განაცხადა.
„რეაქცია გარდაუვალი იქნება“, – თქვა მან.
მანამდე, ავსტრიულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.