მთავარისიახლეებიპოლიტიკასკოლის დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს

სკოლის დირექტორი პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს [Video]

Published on

„დირექტორების, პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნით არ არის გამართლებული და ამან პრაქტიკაში არასდროს გაამართლა და ამჯერადაც არ გაამართლებს, მითუმეტეს ეს მიუღებელია მას შემდეგ, რაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიწვია ია კერზაიას გარდაცვალება“ – განაცხადა ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა გერონტი გოგოხიამ ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში, გადაცემა „რეალობაში“.

 „დირექტორების, პედაგოგების გამოყენება პოლიტიკური მიზნით არ არის გამართლებული და ამან პრაქტიკაში არასდროს გაამართლა და ამჯერადაც არ გაამართლებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომაც ლოგიკური იყო ჩემი საქციელი მემგონი“…

14 დეკემბერს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე გოგოხიას თქმით მას უცნობი პირი დაუკავშირდა და აქციაზე წასვლა მოსთხოვა, რაზეც დირექტორმა უარი განაცხადა. მან ასევე ისაუბრა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლაზე და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ ოპოზიციურად განწყობილი პედაგოგების სიის შედგენას. მისივე თქმით, ის გააფრთხილეს რომ იყო „შავ სიაში“ და ახლა უნდა ემუშავა ხელისუფლების სასარგებლოდ. სკოლის ხელმძღვანელი აგრეთვე ადასტურებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მასზე პერიოდულად ახდენენ ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით და აიძულებენ იმუშაოს ხელისუფლების სასარგებლოდ

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...