მთავარისიახლეებიეკონომიკაკიდევ ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე

კიდევ ერთხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე

Published on

75 ათასი ლარი შშმ პირების სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამაზე, 100 ათასი ლარი – ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობისთვის – ასეთია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტი. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ 7 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული.
 
TI მიიჩნევს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამისთვის” გათვალისწინებული თანხა საკმარისი არაა იმ ფონზე, როცა ზუგდიდში შშმ პირების გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის.
 
შშმ პირებისთვის გამოყოფილ თანხაზე 25 ათასი ლარით მეტის, 100 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს ზუგდიდის მერია ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა განმარტოს დაფინანსების გამოყოფის მიზეზი. გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, სასურველია, მუნიციპალიტეტებმა კონკრეტული კონფესიისათვის გარკვეული თანხის გამოყოფამდე კონსულტაცია გამართონ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან.
 
„ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.
 
TI-ს მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შექმნიდან (2014 წელი) დღემდე რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნასა და ეკლესია-მონასტრების რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე ქალაქ ზუგდიდის მერიამ სულ 329 000 ლარი დახარჯა. დახარჯული თანხიდან 280 ათასი ლარი ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის გამოიყო

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...