მთავარისიახლეებიეკონომიკაზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი - შენიშვნები და რეკომენდაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი – შენიშვნები და რეკომენდაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დოკუმენტში

Published on

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამოქვეყნა დოკუმენტი , რომელიც  შეიცავს რეკომენდაციებსა და შენიშვნებს  ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით .
ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით,  ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას, თითოეული პროგრამის მოსალოდნელი შედეგების მეტ სიცხადეს.  
მან ყურადღება გაამახვილა საკითხზე, რომელიც ეხება პრიორიტეტების შერჩევას  მოსახლეობის თანამონაწილეობით.
  პრიორიტეტების შერჩევამდე მუნიციპალიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოქალაქეთა ყველა ჯგუფის  ინტერესები, საჭიროებები და მოსაზრებები.   ვფიქრობთ,  ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, ამდენად  ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს – აღნიშნა არჩილ თოდუამ – შესაბამისად ,  ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის შენიშვნები ცალკეული  პროგრამის დაფინანსების მიზანშეწონილებასთან დაკავშირებით  –  ეს ეხება  საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ დაფინანსებას იმ პირობებში, როცა პასუხგაუცემელია კლუბსი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით წარმოქმილი კითხვები.  შენიშვნები და რეკომენდაციები ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა კულტურული ღონისძიებები, სოციალური პროგრამები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრამა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტი.
ორგანიზაციამ უკვე გადასცა დოკუმენტი  ზუგდიდის მერიას .

 

 
 
 

 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...