მთავარისიახლეებისაზოგადოებათორნიკე მამალაძის შეფასებით, საპატრიარქომ შეწყალების შუამდგომლობით სპექტაკლი დადგა და რეალურად ილია მეორეს...

თორნიკე მამალაძის შეფასებით, საპატრიარქომ შეწყალების შუამდგომლობით სპექტაკლი დადგა და რეალურად ილია მეორეს დეკანოზის ეშინია

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცემულ შეწყალების აქტში დეკანოზი არ მოხვდა, პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

თორნიკე მამალაძის შეფასებით, საპატრიარქომ შეწყალების შუამდგომლობით სპექტაკლი დადგა და რეალურად ილია მეორეს დეკანოზის ეშინია.

“სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. ეს არის წინა დღეებში პატრიარქთან შეხვედრის შედეგი. მე მაქვს ინფორმაცია და ვიცოდი, თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა და ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა დეკანოზი შეეწყალებინათ. სინოდის შუმადგომლობა იყო ფარსი. კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა. თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე. დადგეს სპექტაკლი და ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც არიან კარგი მსახიობები.

ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ საპყრობილეში რჩება, ეს არის თავად პატრიარქის გადაწყვეტილება. კათოლიკოს-პატრიარქი არის შეშინებული პიროვნება, რომელსაც ეშინია ჩემი ძმის. კათოლიკოს-პატრიარქს აქვს დანაშაული პირადად ჩემი ძმის მისამართით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას,” – განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ.

სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...