მთავარისიახლეებიეკონომიკაინფლაცია, ფასების მატება - როგორ შევხვდით ახალ წელს - საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა...

ინფლაცია, ფასების მატება – როგორ შევხვდით ახალ წელს – საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა

Published on

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა დეკემბრის ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა. 

თამბაქოს პროდუქტების გარეშე, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 5,2% შეადგინა. ნოემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად 1,4% ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა. ფასები გაიზარდა ტრანსპორტზეც და სასტუმროსა და კაფეების მომსახურებაზეც. %2,9%-ოი

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით სურსათისა და უაკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდამ 12,3% შეადგინა. ერთწლიან მონაკვეთში ფასების ზრდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ხორცი და ხორცის პროდუქტები — 14.8%;
  • თევზეული — 14.2%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული — 14.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი 13.5%;
  • ხილი და ყურძენი — 31.9%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 10.7%;
  • უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — 9.1%;
  • პური და პურპროდუქტები — 6.6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო — 5%;
  • ზეთი და ცხიმი 4.6%.

ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად 15,6%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში. 6,9%-ით გაძვირდა დასვენებისა და გართობის პროდუქციაზე. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2,9%-ით არის მომატებული.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...