მთავარისიახლეებიკულტურადავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა - საზოგადოება მის ...

დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა – საზოგადოება მის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვს

Published on

მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

ქართველი მწერლების თხოვნა: 
2019 წელი უმძიმესი გამოდგა თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის. სწორედ წლის მიწურულს დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა, რომლის შუაგულშიც უთუოდ იგულისხმებოდა ეს უაღრესად თავისებური პოეტი და უდიდესი მთარგმნელი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით მუდმივად ამდიდრებდა მშობლიურ ქართულ ენას და მის ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა გასაოცარი სიზუსტითა და ოსტატობით. ეს ძირითად ნაშრომებს თუ ჩამოვთვლით, თორემ არ არსებობდა ტექსტი, რომელსაც დავით წერედიანის ხელის შეხება ქართული ლიტერატურის უშინაგანეს და უბრწყინვალეს ფაქტად არ აქცევდა. მაგალითისათვის შეგვიძლია მისი თარგმნილი თანამედროვე ფრანგი ავტორის პასკალ კინიარის „ყოველი დილა ქვეყანაზე“ გავიხსენოთ, სადაც წერედიანის ნიჭმა სრულიად სხვა, არაამქვეყნიური დიდებულებით გაიბრწყინა.

ამ წერილის ხელისმომწერნი, ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, გამოვხატავთ ჩვენი საზოგადოების ერთსულოვან აზრს და ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობის ფარგლებში ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ ამ მართლაც დიდ პოეტსა და ლიტერატორს.

ჩვენი სურვილია, დავით წერედიანი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალოს. თვითონ ახალშესვენებული მწერლისათვის ამას შეიძლება არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ეს გვჭირდება ჩვენ და მომავალ თაობებს, ვისთვისაც დავით წერედიანი მუდამ იქნება ნიჭიერების, ოსტატობის, გემოვნებისა და მწერლური თავდადების ერთ-ერთი ნიშანსვეტი” – ნათქვამია მწერლების, გამომცემლების, ხელოვბების სახვადასხვა სფეროს მიმართვაში. ხელმოწერები გრძელდება

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...