ფოთში კაცმა ცოლი მოკლა შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.