მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი: სანამ არ იტყვის სახელმწიფო, დიახ, ჩვენ მოვკალით მძინარე ბავშვი...

მალხაზ მაჩალიკაშვილი: სანამ არ იტყვის სახელმწიფო, დიახ, ჩვენ მოვკალით მძინარე ბავშვი უდანაშაულოდ, კარავი იდგება

Published on

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ ღამით პარლამენტის წინ საშობაო ქალაქის მოწყობის მიზეზით მისი და სხვა პროტესტანტების კარვების აღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის ერთი დღე თბილისში არ იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ აიღეს გუშინ კარვები.

“იხელთეს დრო ჩემი აქ არ ყოფნით, მოვიდნენ 12 საათზე და აიღეს კარვები. სანამ არ იტყვის სახელმწიფო, დიახ, ჩვენ დავაშავეთ და მოვკალით მძინარე ბავშვი უდანაშაულოდ, კარავი იდგება. სანამ პარლამენტი არ შექმნის დროებით საგამოძიებო კომისიას, ბანერი იდგება. დღეს ყველა მშობელს ვთხოვ, არ მოიყვანონ ბავშვები, ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს არის დასისხლიანებული, დაკარგეს ბავშებმა თვალები, იქ ვდგავარ მე, უკვე მესამე წელს ვხვდები იქ, მესამე ახალ წელს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გუშინ ღამით თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა – დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მერიის განცხადებით ისინი იქ საშობაო ქალაქის მოწყობას აპირებდნენ, მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტის წინ მიიტანეს ბატუტიც, რომელიც ღამევე გაბერეს, თუმცა დილით ის ჩაიფუშა.

საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. ისინი ადგილზე ბატუტის და ატრაქციონების გაშლას აპროტესტებდნენ, რა დროსაც, პოლიციამ მთლიანობაში 9 პირი დააკავა, მათ შორის, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ზურა მჟავანაძე და გიორგი მუმლაძე.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....