მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზი გიორგი მამალაძე შობას კვლავ საპატიმროში ხვდება - სინოდი დუმს, პრეზიდენტი დუმს

დეკანოზი გიორგი მამალაძე შობას კვლავ საპატიმროში ხვდება – სინოდი დუმს, პრეზიდენტი დუმს

Published on

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მეუფე მიქაელმა ლიტურგიის დაწყებამდე დეკანოზი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა

„მთელი სულითა და გულით ველოდებით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს – ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი შეწყალებაზე. მთელი საქართველო რომ გათავისუფლდეს და მთელი ქართველი ერი რომ ერთად ვიყოთ, ყველაფერი კარგად იყოს, ეგ გვინდა. მარტო მამალაძე კი არა” – აღნიშნა მეუფემ.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე გრიგოლმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ საუბრისას მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა: “ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, სახლში და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში”.

„ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს. ეს უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაა. ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, სახლში და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...