ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე გულუას პარკის გასხვისების თემას ეხმიანება და ფეისბუკის საშუალებით ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას მიმართავს.
"ზუგდიდის მერი საკრებულოსგან დაჟინებით მოითხოვს გულუას პარკის ტერიტორიის ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს პაატა დანელიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი, ქართული ოცნების აქტიური მხარდაჭერი) ვინც არ იცის გულუას პარკის ტერიტორია (ჩხოუშიის სანაპირო) ქალაქის ცენტრია და ერთ ერთი სტრატეგიული ადგილი ქალაქის განვითარებისთვის. ზუგდიდის გენერალური გეგმის მიხედვით (რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა) აღნიშნული ტერიტორია ქალაქის რეკონსტრუქციის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
ბატონმა მერმა კი გადაწყვიტა რომ ეს სტრატეგიული ნაწილი მეგობარს, პაატა დანელიას გაუცვალოს სხვა მიწაში. (დანელიას მფლობელობაში არსებული ათჯერ ჩამორჩება იმას რასაც აძლევენ)
ზუგდიდის საკრებულოში საკითხი ორჯერ გავაბრუნეთ კომისიიდან უკან. დღეს ისევ შემოიტანეს. ძალიან ცუდია რომ მერიის თანამშრომლების და საკრებულოს წევრების უმრავლესობაც კი არ ეთანხმება აღნიშნული ტერიტორიის კერძო პირისთვის გადაცემას მაგრამ არც იმის უნარი შესწევთ წინააღმდეგობა გაუწიონ. (შონია და გოგოხიას თუ ეშინიათ) ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ საკრებულოს არ შესწევს უნარი ადგილობრივ ინტერესები დააყენონ უფრო მაღლა ვიდრე ვიღაცის მითითება.საკითხი გავა საკრებულოს დიდ სხდომაზე განსახილველად. კეთილი ინებონ და მობრძანდნენ ქალაქის მერიც და ბატონი დანელიაც. აგვიხსნან რატომ მიაქვთ ქალაქის საკუთრება პირადი ინტერესებისთვის.არ გაპატიებენ ზუგდიდელები ამას ბატონო მერო. ბევრი გიგროვდებათ უკვე და ყოველთვის ერთნაირად მიკვირს მსგავს გადაწყვეტილებებს რის საფუძველზე იღებთ."- წერს სოციალურ ქსელში ანა წითლიძე