მთავარისიახლეებიპოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

Published on

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის ტანკებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას უკრაინაში საჰაერო ოპერაციების მკვეთრი ზრდისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღე გადაწყვეტილება ლუბლინის რეგიონში Patriot-ის სისტემების განლაგების შესახებ. ვაპირებ მოვინახულო სამხედრო პერსონალი, რომელიც რეგიონის დაცვას უზრუნველყოფს.“, – თქვა მან.

მინისტრის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაფართოების შესახებ. კერძოდ, შეიქმნება ახალი მექანიზებული ბრიგადა, ასევე განლაგდება უპილოტო სისტემების ბრიგადა, ბატალიონი და დამატებითი საჰაერო თავდაცვის დანაყოფი Patriot სისტემით.

სიახლეები

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...