მთავარისიახლეებიუკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

Published on

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა.

ვორობიოვის მტკიცებით, შვიდ მუნიციპალიტეტში 47 კერძო სახლი დაზიანდა.

უკრაინული მონიტორინგის ტელეგრამ არხები და რუსული დამოუკიდებელი მედიაპროექტი Astra, თვითმხილველების ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქში ხანძარი “ვოლოდარსკაიას” ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის შესახებ არ იტყობინება.

“ვოლოდარსკაია” შედის “ტრანსნეფტეპროდუქტის” შემადგენლობაში და ღია წყაროებში მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალად და მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების მნიშვნელოვან კვანძად არის მოხსენიებული.

ვორობიოვის მტკიცებით, მოსკოვის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა 185 უკრაინული დრონი გაანადგურა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, 5 ოქტომბრის საღამოდან მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით გაშვებული 650 დრონი შენიშნეს. როგორც თავად ირწმუნება, მათი უმეტესობა ქალაქის მოშორებით ჩამოაგდეს.

სიახლეები

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....