მთავარისიახლეებისაზოგადოება, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს,” ,,გვასუნთქეთ!"-ფოთში, მერიის შენობასთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს...

, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს,” ,,გვასუნთქეთ!”-ფოთში, მერიის შენობასთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [Video]

Published on

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია ცენტრალური გზა. მოსახლეობა ტრანსფარანტით ,, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს,” ,,გვასუნთქეთ!” ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეთა თქმით, თევზის უსიანოვნო სუნი ფოთში, ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება.

მათი განმარტებით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია. ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ.

აქცია საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალური ქსელით დაიგეგმა.

ფოთში თევზის გადადმამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვამელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...