მთავარისიახლეებიამ წუთებში მარტვილში, ბალდის მთის ფერდობზე ხანძარია

ამ წუთებში მარტვილში, ბალდის მთის ფერდობზე ხანძარია [video]

Published on

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის მთის ფერდობზე ტყის ქვედა საფარი იწვის.

როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ცეცხლი სოფელ სალხინოს ზედა მხარეს, ბალდის მთის ფერდობზეა გავრცელებული.

მერიის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და ჯერჯერობით მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო სამსახურის ადგილობრივი ჯგუფები.

„ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება სამაშველო ჯგუფის ორი ეკიპაჟი მონიტორინგის მიზნით. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დილიდან უკვე განახლდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...