მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს

ნიკა გვარამია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებზე საუბრობს და იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს."ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი," – აცხადებს ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.ტელეკომპანია რამდენიმე მოთხოვნასაც აყენებს. სამაუწყებლო კომპანია საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნას ითხოვს, მათ შორის აუდიო-ვიდეო გადაღებას და მის ტრანსლირებას საზოგადოებისთვის, იმ შუამდგომლობას მიღებას, რითაც საქმე დიდ პალატას გადაეცა. გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ს ჭირდება დრო, რომ საერთაშორისო საექსპერტო დასკვნები წარმოადგინოს საქმეში. ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს,ვინ არის დიდი პალატის შემადგენლობაში.„ჩვენ არ ვენდობით დიდი პალატის ყველა მოსამართლეს, გვაქვს აცილება, როგორც მინიმუმ 4 აცილება: 1. ნინო გვენეტაძე 2. მიხეილ ჩინჩალაძე, 3. მზია თოდუა, 4. პაატა სილაგაძე," – აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...