მთავარისიახლეებიკონფლიქტებივაჟა გაფრინდაშვილმა ,,თავის'' სახაზინო ადვოკატსაც მოუშალა ნერვები: ,, იგი არ ითვალისწინებს...

ვაჟა გაფრინდაშვილმა ,,თავის” სახაზინო ადვოკატსაც მოუშალა ნერვები: ,, იგი არ ითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს და კვლავ იყენებს ფრაზებს ,,ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები”

Published on

გამოცემა Эхо Кавказа-ს ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ვლადიმირ ფიდაროვმა დაიჩივლა, რომ ექიმი მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და კვლავ აგრძელებს ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები.

ოკუპირებული რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იურისტმა “ეხო კავკაზას” უთხრა, რომ სწორედ სინანულის არარსებობა გახდა მიზეზი, რის გამოც ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯეს. 

საოკუპაციო რეჟიმი გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა და მისგან ამ “დანაშაულის აღიარებას” ითხოვს. 

თუმცა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...