მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს მუშაობის ერთწლიან ანგარიშს აცნობს

ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს მუშაობის ერთწლიან ანგარიშს აცნობს

Published on

   საპროკურორო საბჭოს სხდომა დახურულ ფორმატში, უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. კოლეგების წინაშე მოხსენებით მთავარი პროკურორი გამოდის. ირაკლი შოთაძე სხდომის მონაწილეებს მუშაობის ერთწლიან ანგარიშს გააცნობს. ის ისაუბრებს უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.ანგარიშის კონკრეტული დეტალები მედიისთვის უცნობია. პრესსამსახურში განმარტეს, რომ ანგარიში სრულად აიტვირთება მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე.როგორც თავად მთავარი პროკურორი განმარტავს, გატარებული რეფორმების გარდა, საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხება. ერთ-ერთი კი ლიბერალური სამართლებრივი დევნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ოჯახში ძალადობაა.
    „ანგარიშში საუბარი იქნება პროკურატურის საქმიანობაზე, ჩვენ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე. სისტემის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე ჩვენი თანამშრომლების, პროკურორების თავისუფლების და განვითარების მიმართ გადადგმულ რეფორმატულ ნაბიჯებზე,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.საპროკურორო საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა და ირაკლი შოთაძეს, როგორც მთავარ პროკურორს, გააჩნია ვალდებულება საბჭოს წინაშე, რომ წელიწადში ორჯერ ანგარიშით წარდგეს.
 

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...