მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: ეს სიცრუის სამეფო ძალიან ცუდად მიცნობს და ვერ ხვდება,...

მიხეილ სააკაშვილი: ეს სიცრუის სამეფო ძალიან ცუდად მიცნობს და ვერ ხვდება, რომ ამით მხოლოდ მაძლიერებს ჩემს საბრძოლო განწყობაში

Published on

დღეს კიევში  მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე უკრაინის რადას დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩენების დანიშვნის მოთხოვნით მისი  ახალი პოლიტიკური მოძრაობის მრავალი ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა, თუმცა უკრაინის პრორუსი ოლიგარქებისა და კრემლის მიერ მართულ რუსულ  მედიაში მთელი დღის მანძილზე ვრცელებოდა  ხალხის შეკრების პროცესსა და აქციის დასაწყისში  გადაღებული ფოტოები და ინფორმაცია, რომ მიტინგზე სულ 200 – დან ხუთასამდე ადამიანი შეიკრიბა.
ასეთია სამწუხარო მაგალითი იმისა, როგორ ჩაეფლო სიცრუეში ოლიგარქების მიერ მართული მედია. მაგრამ ამაში არაფერია გასაკვირი, მისი ერთი ნაწილი ეკუთვნის კოლომოისკის, მეორე რუსეთში გაქცეულ სხვა ოლიგარქებს. მაშინ,  როდესაც ისინი  საათობით აჩვენებდნენ ადრინდელ, მართლაც არცთუ ისე მრავალრიცხოვან მიტინგებს, დღეს ჩვენთან მიმართებაში დუმილის აღთქმა დადეს. ეს სიცრუის  სამეფო ძალიან ცუდად მიცნობს და ვერ ხვდება, რომ ამით მხოლოდ მაძლიერებს ჩემს საბრძოლო განწყობაში  – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე დღევანდელი მრავალათასიანი მიტინგის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას.

 

 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...