მთავარისიახლეებისაზოგადოება„გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა“- ამ სლოგანით ზუგდიდში სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს...

„გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა“- ამ სლოგანით ზუგდიდში სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს [Video]

Published on

„გადავარჩინოთ შემდეგი ლუკა“- ამ სლოგანით ზუგდიდში სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები: „სისტემა ისევ კლავს“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „ჩვენ გვახსოვს დემურ სტურუა“, „ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის“, „არ დანებდე“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დათა აქუბარდიას თქმით, 22 წლის დემურ სტურუა პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა, სწორედ მოძალადეების დაუსჯელობის შედეგია 15 წლის ლუკას სიკვდილიც, ამიტომ მისი თქმით, სისტემა უნდა დაინგრეს, რომ გადარჩეს შემდეგი ლუკა. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. პოლიცია მას “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ.

სიახლეები

კალასი: ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია,...

ამოღებულია 1 კილოგრამამდე „კოკაინი” – დაკავებულია 1 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე,...

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე...

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...