მთავარისიახლეებიეკონომიკაპური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს

პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს

Published on

პურის ფასი შესაძლოა 10 თეთრი გაიზარდოს. ამის შესახებ პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი საუბრობს, ნაწილი კი მედიასთან კონტაქტს გაურბის და კომენტარისგან თავს იკავებს. გამოცემა „კვირის პალიტრა“ – სთან საუბრისას „იფქლის“ ხელმძღვანელი შაქრო ბაკურაძე  აცხადებს, რომ თუ ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი გაიზრდება. „მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა – ნიშნულმა 44 ლარსაც მიაღწია და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდებოდა, პურის მწარმოებლებს¬ განგაშის ზარი დროულად რომ არ შემოგვეკრა. სხვათა შორის, ამ საკითხზე ივლისში სოფლის მეურნეობის მინისტრსაც ვესაუბრეთ, რომელიც დაგვპირდა, პრობლემაში გარკვევის შემდეგ, ივლისის ბოლოს შეგხვდებითო… მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მინისტრ დანელიას ამ დრომდე არ შევხვედრივართ. 30 ივლისს სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარი დაპირება შევახსენეთ, თუმცა მან პირდაპირ შემოგვითვალა – არ შეგხვდებითო“ – აცხადებს იფქლის ხელმძღავანელი შაქრო ბაკურაძე. მისივე თქმით, „ღიად არავინ გვეუბნება ფქვილის შემოტანა არ გაბედოთო, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითზე მოგიყვებით. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა. 14 ივლისს ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი "გააწითლა" და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ 31 ივლისს მომცეს, ანუ თუ ალტერნატიული გზით ფქვილი 39 ლარად უნდა შემომეტანა, ტერმინალზე ტვირთის ხელოვნურად გაჩერების შემდეგ 48 ლარი დამიჯდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ ფქვილის შემოტანაზე არც კი ვიფიქრებ“. მეწარმის განცხადებით, „თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება“.

 

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...