მთავარისიახლეებიეკონომიკახვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5026 ლარი იქნება, კვირიკაშვილი ...

ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5026 ლარი იქნება, კვირიკაშვილი კი აცხადებს, რომ არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება

Published on

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 26 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5026 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.4852 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0174-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6505 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6259 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0246- ით გაუფასურდა.
ამით, ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა – . აქამდე ყველაზე მაღალი კურსი 2016 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულებამ ეროვნული ბანკის კურსით 2.49 ლარს გადააჭარბა.
 
 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ პროცესში არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება.  ,,ჩვენი ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია უფრო ნაკლებად, ვიდრე არის ევრო და არის სომხეთის ვალუტა – დანარჩენი ყველა ქვეყნის ვალუტა: ეს არის თურქეთი, მოლდოვა რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, უკრაინა და აზერბაიჯანი, დოლართან მიმართებით უფრო გაუფასურებულია, ვიდრე არის ქართული ლარი, – ეს  მან  საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას, მათი კითხვების საპასუხოდ განაცხადა. 
ამასთან,  განმარტა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი იმპორტი ექსპორტის ზრდით ვერ დაბალანსდა, რამაც ბოლო თვეებში, ვალუტის დამატებით გაუფასურება გამოიწვია. 
“ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. ლარის მსყიდვეუნარიანობა ინფლაციის მაჩვენებლით განისაზღვრება. მეორე საკითხია, რომ ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისათვის, დოლარიზაციის მაღალი დონიდან და იქედან გამომდინარე, რომ საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი, დოლარიზებულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის არის ის, რომ დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია. არის დოლარის გამყარების ტენდენცია. რა თქმა უნდა, მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება – თემა ახალი ამბებიდან არ ჩამოდის და ხელოვნური ხელშეწყობა ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი მხოლოდ ოპონენტებს დავდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს, მისი გადაჭრის მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 

სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაიყიდა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი გაიყიდა. რეესტრში შესულია ქონების გადაფორმების განაცხადი. დოკუმენტების თანხმად, "ნაციონალური მოძრაობის"...

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ...

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს გამოცხადდება

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11 საათზე გამოცხადდება. მოლოდინი...

ღამით დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს – დაიკეტა “ვნუკოვო”

გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი...