მთავარისიახლეებიეკონომიკაგიორგი კვირიკაშვილი: ტყუილის თქმას არ ვაპირებ - 2017 წელს პენსია არ...

გიორგი კვირიკაშვილი: ტყუილის თქმას არ ვაპირებ – 2017 წელს პენსია არ გაიზრდება

Published on

ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი ამაში დამალული არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებ დღეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდა განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას ეხებოდა. 
 
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ამოქმედდება ახალი საპენსიო სისტემა. 
 
”ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას ვაპირებ დღეს. ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ წინასააარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...