მთავარისიახლეებისაზოგადოება"ციცის სახელოსნო" - წარმატებული მეწარმისა და აქტივისტის ბავშვობის ახდენილი ოცნება

“ციცის სახელოსნო” – წარმატებული მეწარმისა და აქტივისტის ბავშვობის ახდენილი ოცნება [Video]

Published on

ციცის სახელოსნოში ყოველთვის ფუსფუსია, ახალგაზრდა მეწარმე ქალმა ბავშვობის ჰობი რეალობად აქცია და დღეს უკვე საკუთარი სახელოსნო აქვს. სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი 34 წლის ციცინო შენგელია  კატო მიქელაძის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი. ხელმძღვანელობს  ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრს“, სადაც ქალებისთვის თავისუფალი სივრცეა და ღიად საუბრობენ სხვადასხვა თმებზე.

ფიქრობს, რომ ქალები უნდა იყვნენ რეალიზებულნი, მუშაობს მათ გაძლიერებაზე.ყოველ წელს უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, უანგაროდ ატარებს ტრენინგებს ქალთა უფლებებზე, განხორციელებული აქვს სხვადასხვა  აქტივობები, როგორიცაა ადვოკატირების კამპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ქალებისათვის და მისი მონდომების შედეგად, სოფლებში ნაგვის ურნები დაიდგა. ასევე, ზუგდიდელი ქალებისათვის გამართა ტრენინგები და ვორქშოპები ფორუმ-თეატრსა და სელფ-ქეარ თემებზე, ფორუმ თეატრის ჯგუფი მართავს სხვადსხვა ჩვენებას საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად. თეატრის მეთოდოლოგიით მუშაობა ქალებს ეხმარებათ მათი პირადი გამოცდილების გაზიარების და საკუთარ პრობმელებზე საუბრის პროცესში.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...