დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების კონტრაბანდა გამოავლინეს სამართალდამცველებმა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს ორი მოქალაქე, რომლებიც ქვების ქვეყანაში შემოტანას წითელი ხიდის საბაჟოს გავლით ცდილობდნენ.დაკავებულებს ტანსაცმელზე მოწყობილ სამალავში 557 ცალი ბრილიანტის ქვა აღმოაჩნდათ. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.