მთავარიUncategorized,,ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს" - აცხადებენ...

,,ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს” – აცხადებენ ხეჩინაშვილის კლინიკაში

Published on

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

შვიდი საათი გრძელდებოდა ოპერაცია, რიმელიც მას ექიმმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჩაუტარა. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ცოტნეს კიდევ დასჭირდეს ოპერაცია. გემატომა ამოღებულია, რაც ჩაუტარდა, წარმატებული იყო.

“ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს”, – , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

სიახლეები

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...