მთავარისიახლეებიექსკლუზივიმიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი დემოკრატიული პროცესებისთვის და ზუსტად ...

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი დემოკრატიული პროცესებისთვის და ზუსტად ვიცი – ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის

Published on

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გიორგობას და  „ვარდების რევოლუციის“ მე-13 წლისთავს ულოცავს.   „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში  იგი  „ვარდების რევოლუციას“ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს და ამბობს, რომ არავის უნდა მიეცეს ამ  რევოლუციის მონაპოვრების ხელყოფის  საშუალება.  
,, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი იმისა ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი – არავის უნდა მივცეთ საშუალება მოსპოს ამ რევოლუციის მონაპოვრები, მიწასთან გაასწოროს ჩვენს მიერ შექმნილი ინსტიტუტები ან ნაცარი წავიყაროთ თავზე და უაზრო ბოდიშები  ვიხადოთ იმაზე, რაც სინამდვილეში არის ძალიან საამაყო. 
მე ვამაყობ ჩვენი თანამებრძოლებით.  ვიცი, რომ ბევრი მათგანი ჩართულია დღესაც ძალიან დიდ ბრძოლაში, რომელიც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დამთავრდება ჩვენ გამარჯვებით  – ამას სხვა ალტერნატივა არა აქვს.
,,ნაციონალური მოძრაობა'' იყო სულის ჩამდგმელი ამ რევოლუციის.
მე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა მის  აწმყოზე და მომავალზე. მე ვიცი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა ამზადებს ყრილობას. მთავარი გაკვეთილი ვარდების რევოლუციის იყო შეურიგებლობა ბოროტებასთან, უკომპრომისო ბრძოლა ყოველგვარ უმსგავსობასთან, მაქსიმალური გახსნილობა და ხალხის მთლიანად ჩართულობა, “ნაციონალური მოძრაობა ” არასდროს ყოფილა ერთი ლიდერის ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება, “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოველთვის ჩვენი აქტივი, ჩვენი ხალხი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე  პარტიის რაღაც ჯგუფი ან ფორმალური რაღაც ორგანო. ამიტომ , ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ყრილობა, 2003 წლიდან მოყოლებული, იყო ყოველთვის ძალიან მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი და იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი ახლა პატარა ყრილობის მოწვევა. ჩვენ გვჭირდება მრავალათასიანი ყრილობა, რომლის დელეგატები კი არ დაინიშნებიან ზემოდან, პოლიტსაბჭოს შიგნით ვიწრო ჯგუფის მიერ, არამედ მართლა იქნება არჩეული თითოეული რეგიონალური წარმომადგენლობით,  სრული დემოკრატიის პირობებში.  თუ ჩვენ გვინდა ხელახლა გამარჯვება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისებს, გავხდეთ ისევ ჭეშმარიტად საერთო–სახალხო მოძრაობა. ამისათვის თითოეულ ჩვენს აქტივისტს უნდა ჰქონდეს განცდა დაფასების და სრული გაგება იმისა, რომ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს კურსს, იმიტომ, რომ ყველა წნეხმა გადაიარა არა თითოეულ ჩვენგანზე, არა  დეპუტატებზე, არამედ სწორედ პარტიის აქტივზე. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს პოლიტსაბჭოშიც და ჩვენს აქტივისტებს – ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გახსნილი დემოკრატიული პროცესებისთვის და მე დაგიჭერთ ყველაფერში მხარს,  მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. აბა, თქვენ იცით”-  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...