მთავარისიახლეებიპოლიტიკადონალდ ტრამპს სურს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგება

დონალდ ტრამპს სურს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგება

Published on

   აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგება, თუმცა მხარს არ უჭერს იმ იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა The New York Times-ის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს. მისი თქმით, „მშვენიერი“ იქნებოდა თუ ის და პუტინი ერთმანეთს გაუგებდნენ, მაგრამ უარი განაცხადა, რომ ურთიერთობების დათბობის პროცესს „გადატვირთვა“ ეწოდოს. 
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონის მცდელობამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაეუმჯობესებინა მარცხი განიცადა, ის არ გამოიყენებდა ამ ტერმინს.
 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...