მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ოცნებიდან" წამოვიდა და მიზეზებს შორის ...

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ოცნებიდან” წამოვიდა და მიზეზებს შორის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას, 20 ივნისის მოვლენებს და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების “თქვეფას” ასახელებს

Published on

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ “ოცნებიდან” წამოვიდა – პარტიაში არკვევენ, რა თანამდებობაზე იყო ის – წერს გამოცემა ტაბულა გე

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თავის ფეისბუქგვერდზე ამის მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების “თქვეფა” დაასახელა.

შალვა ხაჭაპურიძე ქართულ ოცნებას 2011 წელს შეუერთდა. ის თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. ბოლო წლებში ის ქართული ოცნების ერთ ნაწილს აკრიტიკებდა, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს.

შალვა ხაჭაპურიძე იყო სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი ზაზა ოქუაშვილის განცხადებების შემდეგ. ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ამბობდა, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტა და ემუქრებოდა. სწორედ ამ საქმეში იცავდა ლევან ყიფიანს შალვა ხაჭაპურიძე.

ხაჭაპურიძემ ქართული ოცნების “რიგებიდან” წასვლის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს შრომას.

“რატომ ვტოვებ პარტიის რიგებს? ბევრი შემეძლო მეთქვა: საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებული ოცნების დეპუტატის განცხადება, ტენდერებით ბიუჯეტის თანხების თქვეფა, 20 ინვისის მოვლენები და სხვა, მაგრამ ცხადია ვაჟა ფშაველას მსგავსად ვერ ვიტყოდი, ამიტომ მიზეზებს უფრო კარგად ბუმბერაზი ვაჟას ლექსში ამოვიკითხავთ”, – წერს ხაჭაპურიძე და ვაჟა-ფშაველას ლექსს აქვეყნებს.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...