მთავარიUncategorizedგიგა ბოკერიას გამოძახება გამოკითხვაზე სრულიად არ უკავშირდება მის მიმდინარე ან წარსულ პოლიტიკურ...

გიგა ბოკერიას გამოძახება გამოკითხვაზე სრულიად არ უკავშირდება მის მიმდინარე ან წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებას – აცხადებს არჩილ თალაკვაძე

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერი და პარლამენტის წევრი, გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება წინა ხელისუფლების დროს მისი უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობის პერიოდს.

“გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყება განმარტავს, რომ გიგა ბოკერიამ უარი თქვა პროკურატურაში მისვლაზე და ის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

თუ ვინმეს   გიგა ბოკერიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა და წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გიგა ბოკერიამ  გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

“გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრის ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები და პარლამენტი ყურადღებას მიაქცევს მასთან დაკავშირებულ გამოძიებას. მეორე მხრივ, როდესაც არის კითხვები, ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის წევრმაც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად, პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი. როდესაც ადამიანს უსვამენ კითხვებს, მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. ეს არის კანონის უზენაესობა. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია გამოძიება სერიოზულ საქმეს ეხება და ყურადღებას მივაქცევთ პარლამენტიდან ამ გამოძიებას. როდესაც 7-8 წელია ადამიანი ოპოზიციაშია, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარი ოპონენტია, ხშირად მისი პარტია ყველაზე აგრესიულ ფორმებს ირჩევს ოპონირების, 7-8 წლის განმავლობაში დევნაზე ვერ ვისაუბრებ. თუ პოლიტიკური დევნა იყო და მისი დაპატიმრება ვინმეს პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა და 7-8 წელი არ დასჭირდებოდა. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები ამას უნდა გასცეს პასუხი ნებისმიერმა მოქალაქემ და მითუმეტეს პარლამენტის წევრმა”,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება სხვა ადამიანებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ პირების უმრავლესობა, რომელთა მიმართაც ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე საუბრობს, პატიმრობაში არ იმყოფება.

“როგორც იცით, ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ, დიპლომატებს მოგვაწოდა 85 ადამიანის სია, რომლებზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. საბოლოო ჯამში, ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს და ოპოზიციას წარვუდგინეთ გადამოწმებული მონაცემები. რეალურად, ამ ადამიანების უმეტესობა არ იმყოფება პატიმრობაში. დიდი ნაწილის მიმართ განხორციელებული იყო ადმინისტრაციული წარმოება. იმ ადამიანებიდან, რომლებიც პატიმრობაში იმყოფება 4 პირი არის ცნობილი დამნაშავედ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის და პოლიციელების მიმართ ძალადობის გამო, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ერთი ადამიანი კი, სულ სხვა საქმეა ბრალდებული, რომელიც სრულიად არ უკავშირდება მიმდინარე ან წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ასე, რომ რა დაპატიმრებებზე ლაპარაკობენ, ალბათ, კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტული არგუმენტებით უნდა გაგრძელდეს საუბარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...