მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია მხარდამჭერებს მოუწოდებს შეუერთდნენ უზენაეს სასამართლოსთან, 14:00 საათზე დაგეგმილ...

ნიკა გვარამია მხარდამჭერებს მოუწოდებს შეუერთდნენ უზენაეს სასამართლოსთან, 14:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას და დაიცვან ,,რუსთავი 2”

Published on

რუსთავი 2-ის  გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  ტელეკომპანიის ეზოში გამართულ სპეციალურ  ბრიფინგზე  მხარდამჭერებს მოუწოდა  უზენაეს სასამართლოსთან, 14:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ და  დაიცვან ,,რუსთავი 2'' 
,,ხელისუფლებამ,  რომელიც თვითონ მართავს პროცესებს, უნდა გააცნობიეროს რომ დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი არჩევანია. მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი, ყველა აქ მდგომის აზრით, ასე ჯობია ქვეყნისთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისიერად გაგება, თუ მეორე მხრივ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, გამოჯახუნება ევროპის კარების სამაგიეროდ კრიტიკის არ ქონა ერთმანეთის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის დატოვება კრიტიკული და საღი აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს, როგორც მთავრობის წევრს. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება თქვენი მხრიდან," – აცხადებს ნიკა გვარამია. 
"ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2, ნებისმიერ ვითარებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი. ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმის, რასაც აკეთებენ, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა:
დაიცავით რუსთავი 2,  თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას," – აცხადებს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...