მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა [Video]

Published on

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მომავალ ლიდერთა სკოლამ ზუგდიდში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. სკოლა 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურპოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში მონაწილების მისაღებად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წახალისება მათთვის ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.

ტრენინგების კურსი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პოლიტიკური კომუნიკაცია და სოციალ-პოლიტიკური კამპანიები; სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ინფორმირებული ამომრჩეველი; ადგილობრივი თვითმმართველობა; საგარეო უსაფრთხოების გამოწვევები; სამოქალაქო ჩართულობა და აქტივიზმი; თემის მობილიზება; მედიაწიგნიერება; სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში; ქალების ჩართულობა პოლიტიკაში; პროექტის მენეჯმენტი; ფონდების მოძიება; დებატები და საჯარო გამოსვლები;საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტი – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ – ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით. პირველი ეტაპი – მომავალ ლიდერთა სკოლა – მოიცავს ტრენინგების სერიას, რომელსაც გაუძღვებიან დარგის სპეციალისტები და ექსპერტები როგორც სამეცნიერო სფეროდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...