მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ტელეკომპანია საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელი...

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ტელეკომპანია საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელი განიხილავს

Published on

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დახურულ სხდომაზე  ტელეკომპანია საქართველოსა და ძმები ყარამანიშვილების სარჩელი განიხილება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა  ზეპირი მოსმენის შესახებ. 
არ არის გამორიცხული უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად კვლავ სააპელაციო სასამართლოში დააბრუნოს, მით უფრო მაშინ, როცა განჩინებაში, რომელიც რუსთავი 2-ის იურისტებს სასამართლოსგან გადაეცათ წერია, რომ წინა ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოში პროცესი დარღვევებით წარიმართა. 
შესაძლოა სხდომაზე განხილული იყოს ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა, რომელიც  რუსთავი 2-სთვის ყადაღის მოხსნას ეხება და რამდენიმე დღის წინ იქნ შეტანილი  სასამართლოში. 
უკვე წელიწადზე მეტია, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო კომპანიის ქონება  დაყადაღებულია და ამის გამო  ვერ ახერხებს ბანკებთან თანამშრომლობას და სხვა რიგი პრობლემების მოგვარებას, რაც ტელეკომპანიას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. 
"ხალვაშმა უარი თქვა საავტორო უფლებებზე და რუსთავი 2 როგორც მხარე სარჩელიდან ამოირიცხა. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა ყადაღა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ახლა ჩვენ მივმართავთ უზენაესს განიხილოს ეს საკითხი,"- აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი. 
"დღეს უნდა გაეცეს პასუხი-დაიკიდებს თუ არა ფეხებზე ქვეყნის მმართველი ოლიგარქი საერთაშორისო კონიუქტურას, მოსახლეობას, კონსტიტუციას და დაასრულებს თუ არა ქვეყნის უზურპაციას რუსთავი 2-ის წაღებით. მე მინდა დავპირდე მას, რომ თუ ის რუსთავი 2-ის წაღებას შეეცდება, ეს ლუკმა აუცილებლად  გაეჩხირება მას ყელში,"- აცხადებს ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...