მთავარისიახლეებიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორი უარს აცხადებს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდეს...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორი უარს აცხადებს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდეს [Video]

Published on

ჯვარის მე-4 სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია უარს აცხადებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, რომელიც უნდა გაიმართოს 14 დეკემბერს, თბილისში. სკოლის დირექტორის თქმით მსგავსი დავალება მისთვის დამამცირებელი და უკანონოა, ამიტომ არ აპირებს დაჰყვეს ხელისუფლების დირექტივებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “ხმა” ავრცელებს, რომელიც ახლახან ჯვარში დაფუძნდა.სკოლის დირექტორის გარდა აქციაზე წასვლა არ სურს პედაგოგების ნაწილს, თუმცა ნაწილი მმმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებს და აქციაზე წასვლასაც აპირებს.თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებს ევროპული დღეების დახურვაზე ეპატიჟება და ამ ფორმით აქციაზე იწვევს. შეგახსენებთ, რომ თბილისში 14 დეკემბერს აქციას  ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა მართავს

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...