მთავარისიახლეებისამართალინარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს [Video]

Published on

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს, ამ წუთებში ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად აცნობენ. როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და თქვა რომ ჩანთა სადაც ნარკოტიკები იყო ბერს ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, დაკავებულების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა და ბერი დანაშაულს აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...