მთავარისიახლეებიპოლიტიკამეთიუ ბრაიზა: ,,სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი რთული რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს, მითუმეტეს განსაკუთრებით რთულ...

მეთიუ ბრაიზა: ,,სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი რთული რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს, მითუმეტეს განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში”

Published on

მიხეილ სააკაშვილს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა შეუძლია. 
ამის შესახებ CBC-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ კავკასიის საკითხებში, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში და ტალინში თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა:
" თუ სააკაშვილმა ვერ შესძლო, მაშინ სხვა ვერავინ შესძლებს. სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი რთული რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს, მითუმეტეს განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში", – მიაჩნია აშშ-ს ყოფილ ელჩს. 
"მართალია ომის პირობებში -ეს სულ სხვა რამეა. უკრაინაში კორუფცია მსოფლიო რეკორდს ამყარებს  და ეს პრობლემები ისევ გრძელდება. უკვე მიღებულია სტრატეგიული გადაწყვეტილება. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ არ იყიდის გაზს რუსეთისგან. ეს უდიდესი სტრატეგიული ცვლილებაა, რეგიონებში ვითარება ძალიან რთულია. ძნელია წინასწარ განსაზღვრო, შესძლებს თუ არა სააკაშვილი ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, მას შეუძლია  და მას შესწევს ამის უნარი. მას არა მხოლოდ უყვარს უკრაინა, არამედ სურს უკრაინა თავისუფალ ქვეყნად იხილოს", – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...