მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება აშშ სახელმწიფო მდივანი და რას უნდა ელოდეს საქართველო კანდიდატებისაგან?

ვინ გახდება აშშ სახელმწიფო მდივანი და რას უნდა ელოდეს საქართველო კანდიდატებისაგან?

Published on

 Washington Post-ის რედაქტორი ჯექსონ დილი წერს , რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობა უფრო მარტივი მას შემდეგ გახდება, რაც ის სახელმწიფო მდივანს შეარჩევს. მართალია,  მთავარი სიტყვა მაინც პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ სახელმწიფო მდივანიც ბევრს წყვეტს  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. – ნათქვამია ,,ტაბულას'' პუბლიკაციაში/ 

 ჯერჯერობით სახელმწიფო მდივნობის რამდენიმე კანდიდატი დასახელდა: ჯონ ბოლტონი,  ზალმაი ხალილზადი, ბობ კორკერი და სტენლი მაკკრისტალი.

ჯონ ბოლტონი უმცროსი ბუშის დროს აშშ-ს ელჩი გაეროში იყო გაეროში. ბოლტონი ობამას საგარეო პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსი და მსოფლიოში შტატების აქტიური ჩართულობის მომხრეა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ჯონ ბოლტონი რუსეთის მიმართ ისეთი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვდა, რომელიც "პუტინისთვის მნიშვნელოვანი ზარალისა და ტკივილის მომტანი" იქნებოდა. ბოლტონი საქართველოს NATO-ში სწრაფად მიღების მომხრეა, 2008 წლიდან კი რუსეთს აქტიურად აკრიტიკებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისთვის. 
ავღანური წარმოშობის დიპლომატი ზალმაი ხალილზადი  2008 წლის აგვისტოს ომის დროს გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი იყო. მაშინ   გაეროს უშიშროების საბჭოს სწრაფად მოქმედებისა და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა. ხალილზადი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს  თავის მეზობლებთან დამოკიდებულების გამო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. 
ტენესელი სენატორი ბობ კორკერი ერაყში  დაწყებული ომის მხარდამჭერად რჩება. ის პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებდა როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე რუსეთის მიმართულებით. იგი  ასევე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების მომხრეა.
სტენლი მაკკრისტალი ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი  და ოთხვარსკვლავიანი გენერალია, 2010 წელს მან ღიად გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. ამ განცხადებებს მალევე მისი გადადგომა მოჰყვა, რის შემდეგაც ის პენსიაზე გავიდა. მაკკრისტალი 2014 წელს უკრაინასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ აშშ უნდა მოერიდოს რუსეთთან ღია დაპირისპირებას, თუმცა არც უკანდახევა უნდა აჩვენოს ვლადიმირ პუტინს.
 
ის, თუ ვისზე შეაჩერებს  ტრამპის არჩევანს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე,  ბევრს გვეტყვის  იმაზე, როგორი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ორ ძირითად საკითხში – როგორიცაა   რუსეთისთვის დაწესებული  სანქციები და მოვლენების განვითარება სირიაში. 
 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...