მთავარისიახლეებიპოლიტიკაატესტაციის წესები იცვლება: რა შემთხვევაში მოუწევს საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება?

ატესტაციის წესები იცვლება: რა შემთხვევაში მოუწევს საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება?

Published on

 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი, რომელიც გულისხმობს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას. 
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს, რათა მაქსიმალურად ობიექტურად განისაზღვროს საჯარო მოხელეთა შეფასების კრიტერიუმები.
ორგანიზაციამ  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა ანალიზის საფუძველზე  მოამზადა 29 დეტალური რეკომენდაცია, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია საჯარო მოხელის შეფასების პერიოდულობა. ახალი კანონის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასება უნდა განხორციელდეს წელიწადში ერთხელ, 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელის შეფასება კი – სამ თვეში ერთხელ, რაც, სიას აზრით,  საკმაოდ ბევრია და   ამიტომ უმჯობესია  გამოსაცდელი ვადით აყვანილი მოხელის შეფასება განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. 
არსებული კანონის მიხედვით, საჯარო მოხელის შეფასების ორი მეთოდი არსებობს: პირველი, როდესაც მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი და, მეორე, როდესაც მოხელესთან ინტერვიუს ატარებს ისევ და ისევ მისი უშუალო ხელმძღვანელი. 
საიაში ფიქრობენ, რომ ამას უნდა დაემატოს თვითშეფასების მეთოდიც, როდესაც საჯარო მოხელე თავად აანალიზებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და    ასევე მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების შეფასება  კონკრეტული კითხვარების საფუძველზე, რომელთაც ავსებენ არა მხოლოდ ამ პირის  ხელმძღვანელები, არამედ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირებიც .
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთერთი რეკომენდაციაა საჯარო მოხელის შეფასების შედეგები აისახოს მისი დაწინაურების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელე ორჯერ მიიღებს უარყოფით შეფასებას,  სამსახურის დატოვება მოუწევს.
საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის შემოღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულმა საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ეს სისტემა არაეფექტური იყო:
საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს საჯარო მოხელის გადამზადებაზე პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზებით. სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, რომ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისათვის მოხელეს მისცეს სასწავლო შვებულება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...