მთავარისიახლეებიპოლიტიკარა უხარიაა დავით უსუფაშვილს?

რა უხარიაა დავით უსუფაშვილს?

Published on

საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა.  გამოსამშვიდობებელი ღონისზიება პარლამენტის ეზოში შედგა. დავით უსუფაშვილმა შეკრებილ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ცხოვრება წინ არის. ჩემი დღევანდელი გამოსვლა მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლებოდა თქმულიყო . მადლობა ყველას  ახლა გული სიხარულით მაქვს სავსე იმიტომ, რომ დღევანდელი დღე პარლამენტის ცხოვრებაში რაღაც ეტაპის დასასრულია და ახალი ეტაპი იწყება, უკეთესი ეტაპი, რომელსაც კიდევ უფრო უკეთესი მოჰყვება და ეს ყველაფერი ნამდვილად ასე იქნება. სჯობს, ადამიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს, ქვეყანაში სხვა ბევრი საქმეა საკეთებელი, მათ შორის პარლამენტშიც“.- განაცხადა მან. 
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სიტყვებში „მომავალ შეხვედრამდე”, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „საპარლამენტო საქმიანობის ერთი ციკლი დაასრულა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მომავალი ისევ გაგრძელდება“.
მისივე თქმით, პოლიტიკაში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი სულ მზად უნდა იყოს, „შესაძლოა, ხალხმა პარლამენტშიც კი აირჩიოს ოდესმე და შეიძლება ასეც მოხდეს“.
უსუფაშვილმა პარლამენტში მისი პირველი მისვლაც გაიხსენა, რომელიც 1989 წელს მოხდა და მაშინ მეორე კურსის სტუდენტი იყო.
„აქ არის ხალხი, ვინც მაშინ აქ მუშაობდა და მაშინ როგორც იურისტი არაფორმალური ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს მოვყევი. რომლებიც მოლაპარაკებებს კომუნისტურ ხელისუფლებასთან აწარმოებდნენ პირველი არჩევნების საარჩევნო კანონის თაობაზე. მას შემდეგ, ჩემთვის ეს შენობა და დაწესებულება სულ საინტერესო იყო, რადგან იურისტისთვის, პროფესიულადაც, პარლამენტი ყოველთვის საინტერესოა. ახლა მისი ხელმძღვანელობაც მომიწია და გარკვეულწილად, საპარლამენტო საქმიანობის ერთი ციკლი სრულად დავასრულე, მაგრამ რა თქმა უნდა, მომავალი ისევ გაგრძელდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...