მთავარისიახლეებისაზოგადოებადონალდ ტრამპი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს

Published on

შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომუცილობლად შეასრულებს თავის ერთერთ წინასაარჩევნო დაპირებებს და, პირველ რიგში უარს იტყვის  საპრეზიდენტო ხელფასზე, რომელიც თვეში 400 ათას დოლარს შეადგენს. 
პრეზიდენტის ხელფასი არ არის ჩემთვის მთავარი და ერთი დოლარსაც კი არ ავიღებ ამ ფულიდან – განუცხადა მან ჟურნალისტებს , რომელთაც ეს დაპირება შეახსენეს. 
 ეს შეერთებული შტატების ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა სახელმწიფოს მეთაური უარს ამბობს  კანონით განსაზღვრული ხელფასის აღებაზე. 
პირველმა ეს ჰერბერტ გუვერმა გააკეთა , 1929 წელს არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც ნავთობის მოპოვებაში დაგროვილი მილიონები ჰქონდა, მეორე საყოველთაოდ  ცნობილი ჯონ კენედი, რომელიც 1961 წელს აირჩიეს და მდიდარი და წარმატებული ოჯახიდან იყო. 
ორივე ამ პრეზიდენტმა  თავისი მმართველობის წლებში მთელი კუთვნილი ხელფასი   კანონის მოთხოვნისამებრ ქველმოქმედებას მოახმარა.
 და აი, ახლა ტრამპიც იგივეს აპირებს. 
ფორბსის ცნობით,  ტრამპის ქონება დღეისათვის  3, 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა თავად მან ახლახან განაცხადა, რომ ოდნავ  უფრო მეტი ქონების მფლობელია, ვიდრე ეს  ფორბსს აქვს შეფასებული. 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...