მთავარისიახლეებიმსოფლიობარაქ ობამა ამერიკის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს

ბარაქ ობამა ამერიკის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს

Published on

ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლო საერთაშორისო ტურნეს იწყებს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ობამას 6-დღიანი ტურნე ორშაბათს დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანია, დაარწმუნოს მსოფლიო ლიდერები, რომ დონალდ ტრამპის არჩევის გამო მათ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ.ბარაქ ობამა ეწვევა საბერძნეთსა და გერმანიას, შემდეგ კი დაესწრება აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშორმლობის სამიტს პერუში, სადაც გამართავს შეხვედრას ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან. რაც შეეხება ტურნეს ევროპულ ნაწილს, საბერძნეთში ობამა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს, გერმანიაში კი კანცლერ ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...