მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი მოკლეს

კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი მოკლეს

Published on

კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი მოკლეს. რამდენიმე დღის წინ დავითაშვილი სასტუმროდან გავიდა და დაუჩინარდა.ორდღიანი ძებნის შემდეგ, ის ჭაში ჩაგდებული, მოკლული იპოვეს.

ნიკა დავითაშვილს ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.


kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, დავითაშვილი “ფოლკცვაგენის” მარკის ავტომანქანით მას შემდეგ გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები – ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს

.
“დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმამანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს.

ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთს-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.


გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, თანხის შეწერას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ისინი ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაკავებულები ალბათ შემკვეთის ვინაობასაც დაასახელებენ.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...